მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის განცხადებაზე - რად უნდა მედიაცია და პროცესების გართულება? - მთავარია, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა

რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესების? ღმერთმა ქნას, მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას - აქ მთავარი რაც არის, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა, - ასე პასუხობს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეთავაზებას, შეასრულოს მედიატორის როლი ხელისუფლებასა და დევნილებს შორის.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის საპოვნელად პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად იმსჯელოს.

„უნდა დავსხდეთ და შევჯერდეთ, საუკეთესო ვარიანტი რა იქნება ამ პრობლემის გადაჭრის. ყოველთვის მზად ვართ, რომ ამ ყველაფერს თვალი მიადევნოს ოპოზიციამ, იყოს ჩართული ამ პროცესში, გამოთქვას კრიტიკული მოსაზრებები, მაგრამ ამ შემთხვევაში რაზეა ლაპარაკი? გნებავთ კარგ რამეს შევთავაზებ ყველას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხომ იწუნებდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შევაფასოთ, უფრო ადრე ვისაც უწევს ბინით დაკმაყოფილება, აღმოაჩენენ, რომ იმათი მდგომარეობა არ არის უკეთესი მაინც და მაინც. რიგითობა, რაც არის განსაზღვრული რომ შევადაროთ და დალხენილ კაცს თუ აღმოაჩენენ იმ სიაში მყოფს, რომელსაც უფრო ადრე უწევს იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, მე პირველი ვიქნები, ვინც გავაკრიტიკებ ამას, მაგრამ იქ როგორც ირკვევა, ყველაფერი არის ზედმიწევნით სამართლიანად და აკურატულად განსაზღვრული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა პრობლემა იმაში კი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა ან ხელისუფლება არ არის ორიენტირებული სოციალურად დაუცველ ამ პირთა ინტერესების და უფლებების დაცვაზე, არა, ეს არის ტყუილი ბრალდება. აქ არის მხოლოდ ის, რომ საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანას არ შესწევს უნარი, ერთბაშად ყველას დაკმაყოფილება უზრუნველყოს, მაგრამ რომ ნამდვილად ბევრად დიდი ტემპი აქვს აკრეფილი ქვეყანას, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, რასაკვირველია ეს დაფასებას იმსახურებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმის თქმას იმსახურებს, რომ ეს არის სწორი გეზი და ასე გაგრძელება არის სწორი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს სანატორიუმ "ქართლში" იმყოფებოდა. როგორც მან დევნილებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, კომუნიკაციის დეფიციტი არსებობს და სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს