ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანას მართავს ერთგვარი მაფიოზური დაჯგუფება "ოცნების" სახით

ჩვენ ახლა გვაქვს ქვეყანაში ვითარება, როდესაც ქვეყანას მართავს ერთგვარი მაფიოზური დაჯგუფება "ოცნების" სახით, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას დემოკრატიული გზით განვითარების პერსპექტივას უსპობს.

ნათია მეზვრიშვილის თქმითვე, „ქართულმა ოცნებამ“ მის გარშემო კონტროლის ყველა მექანიზმი მოსპო.

„იმის გამო, რომ „ოცნებამ“ კონტროლის ყველა მექანიზმი მოსპო, თავის გარშემო მოხსნა, თუკი რამე მაკონტროლებელი არსებობდა, ძალიან დიდი რისკი გვიდგას ხელისუფლების თვითნებობისა და მის წინაშე ადამიანების შიშველი ხელებით დარჩენის. ეს ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის პირად კეთილდღეობაზე გადის, ხოლო ქვეყნისთვის უსაფრთხოებაზე“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა სოციალური ბუნტის წინაპირობას, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რასთან გვაქვს საქმე.

„თუ გამოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველოში ავტორიტარიზმია, წერტილს დავსვამთ და აღარ გავაგრძელებთ, ასეთი ტიპის განცხადებები „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, წამყვანის რეპლიკაზე, რომ მისი განცხადებებიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ მაფიოზური დაჯგუფება მართავს“ და კითხვაზე, ვინ არის „მაფიის ბოსი“, მეზვრიშვილი ამბობს, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ვკითხოთ“.

„მეეჭვება, რომ „მაფიის ბოსობის“ თავი „ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობას ჰქონდეს, ან ამ ადამიანებს კომპეტენცია და უნარი ჰქონდეთ დარჩენილი რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისა“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი