ბათუ ქუთელია - რაც დღეს უკრაინაში ხდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის ის, რაც არ უნდა დაუშვას ცივილიზებულმა სამყარომ

ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს არის ის, რაც არ უნდა დაუშვას ცივილიზებულმა სამყარომ. ეს პროცესი უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოაჩენს რეალურად სად დგას დღეს მსოფლიო და ევროპული უსაფრთხოება და ბუნებრივია, პირდაპირ აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზეც, იმიტომ რომ ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ ევროპული უსაფრთხოების, - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს პარტია ,,დროას" ერთ-ერთი ლიდერი ბათუ ქუთელია.

ქუთელიას თქმით, მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მთავარი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია არის რუსეთის არგაღიზიანება, რაც ფუნდამენტშივე მცდარი იყო.

„ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ევროპული უსაფრთხოებისთვის, შეძლებს თუ არა ცივილიზებული დემოკრატიული სამყარო რუსეთის შეკავებას ან აგრესიის შემთხვევაში გასცემს თუ არა საკადრის პასუხს დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მეორე მხრივ, ეს რაც ხდება უკრაინაში, ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც ბოლო ათწლეულია და მეტი ხდება რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის პირობებში. გარკვეული სტრატეგიული გათვლები ბუნებრივია, რუსეთს აქვს და ამ სტრატეგიული გათვლების ამოცანა არის მსოფლიოს და მათ შორის ევროპის გადანაწილება გავლენის სფეროებად. ეს არის ის, რაც არ უნდა დაუშვას ცივილიზებულმა დემოკრატიულმა სამყარომ. ეს პროცესი უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მკაფიოდ და მკვეთრად გამოაჩენს რეალურად სად დგას დღეს მსოფლიო და ევროპული უსაფრთხოება და ბუნებრივია, პირდაპირ აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზეც, იმიტომ რომ ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ ევროპული უსაფრთხოების, მისი აღმოსავლეთ ფლანგის, შავი ზღვის რეგიონის. მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია არის რუსეთის არგაღიზიანება, რაც ფუნდამენტშივე მცდარი იყო. უკრაინისადმი სოლიდარობის არგამოხატვა, არშეერთება არცერთ სანქციაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო მიიღო ევროკავშირმა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა, საფუძველშივე მცდარი იყო და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა არის გარკვეული რეაგირება, ისიც მინიმალური და ისევ მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მათ მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის. ეს დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა