ვანო მაჭავარიანი - პასიური პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, თითქოს ის, რაც ხდება უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ არ გვეხება, სახიფათო პოზიციაა

პასიური პოზიცია, რომელიც დღეს სამწუხაროდ აქვს საქართველოს, რომ თითქოს ის, რაც ხდება უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს არ ეხება, სახიფათო პოზიციაა. საქართველო უნდა იყოს ძალიან მკაცრი თავის პოზიციებში. ამერიკელები და ევროპელები სწორედ რუსეთის გააქტიურების გამო არიან ერთიანები და ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დღის წესრიგში უბრალოდ არ დაიკარგოს, - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს ექსპერტი ვანო მაჭავარიანი.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რეალურია.

„რუსეთმა მიიღო ერთიანი პასუხი დასავლეთისგან, მას ეთქვა უარი ნებისმიერი გავლენის სფეროების აღდგენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ საქართველომ სწორად გააკეთოს ამის ანალიზი, პოზიციონირება და მინისტრ ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში და ის შეხვედრები, რომელიც მას ჰქონდა ნატო-ს წარმომადგენლებთან, იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველო სწორ დასკვნებს გამოიტანს და არ ექნება ის პასიური პოზიცია, რომელიც დღეს სამწუხაროდ აქვს საქართველოს, რომ თითქოს ის, რაც ხდება უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში, საქართველოს არ ეხება. ეს სახიფათო პოზიციაა. საქართველო უნდა იყოს ძალიან მკაცრი თავის პოზიციებში. ამერიკელები და ევროპელები სწორედ რუსეთის გააქტიურების გამო არიან ერთიანები და ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დღის წესრიგში უბრალოდ არ დაიკარგოს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა