კელი დეგნანი - როცა თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო

როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.

„ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც ასეთი ცვლილებები ხორციელდება, თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად,“- აღნიშნა ელჩმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს