ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი - ყველაზე მთავარია დადგინდეს ვინ წააქეზა და დაუკვეთა უმძიმესი დანაშაული, ეს ამ ორი გარეწრის თავში ვერ მოიხარშებოდა

ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშუალოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები არსებობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

"ამ ორი ბრალდებულის მიმართ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს თანააღმსრულებლობით ის უმძიმესი დანაშაული, რაც მათ ბრალად აქვთ წარდგენილი, მაგრამ ჩვენთვის, როგორც დაზარალებულისათვის ყველაზე მთავარია, რომ მათ მოკლეს არა უბრალოდ ადამიანი, არამედ მოკლეს ნიჭი და გონება, რომელიც იყო ჩვენი სამშობლოს მომავალი. შესაბამისად, ამ ორი გარეწრის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშაულოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული ამ ორ ადამიანს. დიდი იმედი გვაქვს, არსებითი განხილვის მიღმა, გამოძიების ფარგლებში დადგინდებიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაული ამ ორ ადამიანს დაუკვეთეს. ძალიან რთულია ამ ეტაპზე რამის თქმა, არ გვინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ. არსებობს გარკვეული ვერსიები - შურისძიების, დაკვეთის, თუმცა, ამ ეტაპზე რამის თქმა გამიჭირდება. იმედი მაქვს, ამ ვერსიებზე გამოძიება მუშაობს და საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა მეხრიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო