იაგო ხვიჩია - ხალხი სულ დევნილის სტატუსის ქვეშ როგორ უნდა იყოს და სულ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ, უდიდეს უმრავლესობას დასახმარებელი არაფერი სჭირს - გავისტუმროთ ამ ხალხის ვალი

სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს და მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია - ეს ხალხი სულ დევნილის სტიგმის ქვეშ იქნება, მინდა, ეს ხალხი გამოვიდეს აქედან, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დევნილების პრობლემებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილებს აფხაზეთში საკუთრების რეგისტრაციის და გასხვისების უფლება უნდა მიეცეთ.

„რასაც ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ საკუთარი ქონების, რომელიც აფხაზეთში აქვთ, არც რეგისტრაციის და არც განკარგვის საშუალებას არ ვაძლევთ. ადამიანებს იქ ქონებები აქვთ, მაგრამ დღეს, ჩვენ იმის აღრიცხვაც კი არ დაგვიწყია, ვისი რა არის. შეგვიძლია დავარეგისტრიროთ და გასხვისების საშუალება დავუშვათ. ჯერ ჩვენ ვაღიაროთ მათი საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რუსებმა რომ წაართვეს.

უფრო ძვირი ეღირება აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი ქონებების რეგისტრაცია რომ დაიწყოს. ქონებას ფასი მიეცემა. ჩვენ ეს პოლიტიკურ საკითხად გვაქვს ქცეული და უბრალოდ ბლოკადაში გვყავს რუსი ოკუპანტები მოქცეული, ამის გამო ვაკეთებთ ამას - ჩვენს მოქალაქეებს ქონებას არ ვურეგისტრირებთ.

რაც შეეხება მშენებლობას, მე არ მითქვამს, ვიღაცამ რაღაცა არ ააშენოს - მეთქი, ოღონდ აქაც პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის გაჭირვება, ჩვენ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ის რომ მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია, მართლა არასამართლიანია. 50 წლის მერე უფრო არასამართლიანი იქნება და ეს ხალხი სულ ამ სტიგმის ქვეშ იქნება - დევნილის სტიგმის ქვეშ. მე მინდა, რომ ეს ხალხი გამოვიდეს აქედან. ეს ხალხი თბილისელები არიან, 30 წელია აქ ცხოვრობენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, დევნილების უდიდეს უმრავლესობას „დასახმარებელი არაფერი სჭირს“.

„მართლა შეთანხმება თუ გინდა ადამიანებთან, წინადადებით უნდა მიხვიდე, გირეგისტრირებ შენს სახლს იქ, შეიძლება იქაც გაიყიდოს, გაძლევ ამის გასხვისების უფლებას, მე არ ვიცი იქ რა ვაჭრობა, რაღაცა მიდის, მაგრამ მე გაძლევ ამის უფლებას და პარალელურად რითაც შემიძლია - აგერ მიწის ფართი გინდა, მინიმალური აშენება, გავისტუმროთ ამ ხალხის ვალი. ჩვენ ხომ ახლა საერთოდ სხვა ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ არაფერი არ დაგვიშავებია იმ ომში, დღეს ფიზიკურად ვამბობთ, რომ სულ როგორ უნდა იყოს ეს ხალხი დევნილის სტატუსის ქვეშ და სულ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენ, უბრალოდ ყველა მხარისთვის შეურაცხმყოფელია, არაფერი არ ჭირს მათ უდიდეს უმრავლესობას დასახმარებელი.

ეს ხალხი მინდა იყოს ჩემნაირი საქართველოს მოქალაქე, მეც ვარ ჩამოსული სამეგრელოდან რაღაც ასაკში, ის ადამიანებიც რაღაც ასაკში ჩამოვიდნენ თბილისში. რადგან ჩემსავით თავისი ნებით ამ ჩამოსულან, რითაც შეგვიძლია, რა უძრავი ქონებაც აქ გვაქვს და გვაქვს უამრავი უძრავი ქონება, ამ ხალხს გამოვუყოთ, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ და აღარ ვეძახოთ დევნილები და ასევე მივცეთ საშუალება საკუთარი ქონების, რომელიც ჰქონდათ იქ, რომელიც იძულებით წაართვეს, ჩვენც კი ნუ ვართმევთ, ჩვენ დავეხმაროთ, რომ მსოფლიოს აჩვენოს, აფხაზეთში მას ქონება აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს