დავით მათიკაშვილი სოციალურ  აგენტებზე - ღირსებასთან მიმართებით ხელფასი არ არის ადეკვატური - თუ უფრო ნაკლები იყო და ახლა რაღაცით გაიზარდა, ეს იძლევა ტენდენციას, რომ სახელმწიფო მომატებაზეა ორიენტირებული

მოთხოვნა და დაკმაყოფილება ერთმანეთთან მიმართებაში უნდა იყოს ადეკვატური. ის ადამიანები წყვეტენ ამ საკითხს, ვინც ითვლიან და განსაზღვრავენ, რისი საშუალება აქვს სახელმწიფოს და რისი არა. ღირსებასთან მიმართებით ეს ხელფასი არ არის ადეკვატური - დღევანდელ ყოველთვიურ, ოჯახურ გამოწვევებთან ცოტა რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის კმარება, - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების საკითხი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე.“

მისი თქმით, ხელისუფლება ორიენტირებული არის აღნიშნულ პირებს ხელფასები დროთა განმავლობაში მოემატოთ.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა აღნიშნა, სახელმწიფოს იმის რესურსი არ აქვს, რომ მოხდეს იმაზე მეტის მომატება, რაც დღეს არის განსაზღვრული.

„მოთხოვნა და დაკმაყოფილება ერთმანეთთან მიმართებაში უნდა იყოს ადეკვატური. ის ადამიანები წყვეტენ ამ საკითხს, ვინც ითვლიან და თვლიდან გამომდინარე განსაზღვრავენ, რისი საშუალება აქვს სახელმწიფოს და რისი არა. ღირსებასთან მიმართებით ეს ხელფასი არ არის ადეკვატური. არის გრადაციები, ეს კონკრეტული თანხა, რაც დასახელებულია, დღევანდელ ყოველთვიურ, ოჯახურ გამოწვევებთან ცოტა რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის კმარება. თუ მანამდე კიდევ უფრო მეტად ნაკლები იყო და ახლა რაღაცით გაიზრდა, ეს აძლევს იმის ტენდენციას და იმის კარგ გამოცდილებას, იმ თანამშრომლებსა და საზოგადებას, რომ სახელმწიფო იმაზე არ არის ორიენტირებული, ადგეს და მაქსიმალურად შეზღუდვები დაუწესოს, ხელფასი არ მისცეს, პირიქით, - მომატებაზეა ორიენტირებული და დღეს თუ ამდენით მოემატა, ხვალ იმდენით მოემატება იმიტომ, რომ ხვალ სახელმწიფოს ამის რესურსი და საშუალება გაუჩნდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, პირები, რომლებისთვის არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში, ასე ადეკვატურად და რელევანტურად უდგებიან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა