დავით ჭიჭინაძე - მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება საზღვარგარეთ იმკურნალოს, თუმცა ეს სახელმწიფოს ხარჯზე არ უნდა მოხდეს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება დადგება, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმ შემთხვევაში, თუკი ხარჯებს სახელმწიფო არ დაფარავს. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეიძლება სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობას ხელისუფლება დათანხმდეს, ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, საკითხს პოლიტიკურ ჭრილს მისცემენ თუ ჯანდაცვის.

„რამდენად პოლიტიკურ ნაწილში გადაიყვანენ თუ ჯანდაცვის სფეროში დატოვებენ, ამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ყოველთვის იღებს თავისი პოლიტიკური სარგებლით, აქედან გამომდინარე ძნელია მათ ტვინებში ჩაიხედო, ისინი საერთოდ ირაციონალურად ფიქრობენ. ასე რომ არ იყოს, ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

მე ვფიქრობ, თუ ადამიანი ართლა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ჩვენი თანამემამულე, მეტ-ნაკლებად შეძლებული თუ არის, ამ ქვეყანაში არაფერს მკურნალობს, ყველა საზღვარგარეთ გარბის. აქედან გამომდინარე, თვითონ ჩვენი ჯანდაცვის სფეროსადმი არსებობს უნდობლობა და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, აქვს უფლება თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხარჯზე არ მოხდება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო