ლანა გალდავა - საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოსამართლეს არ ჰქონდა ბრალმდებლის ფუნქციის შეთავსების უფლება

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა საქართველოს პარლამენტში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენის სამართლებრივ ჭრილში განსახილველად შეკრებილი სამართლის სპეციალისტების შეხვედრას აფასებს.

ლანა გალდავას განცხადებით, როცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საია-ს სამი ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის ორი ყოფილი მოადგილე, იუსტიციის საბჭოს ორი ყოფილი წევრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ყოფილი მოსამართლე გეუბნება, რომ განაჩენი პოლიტიკურია - განაჩენი მართლაც პოლიტიკურია.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში შედგა შეხვედრა პროფესიულ წრეებთან ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენის სამართლებრივ ჭრილში განსახილველად. მეტ წიაღსვლებში არ შევალ…

როცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საია-ს სამი ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის ორი ყოფილი მოადგილე, იუსტიციის საბჭოს ორი ყოფილი წევრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ყოფილი მოსამართლე (სხვებს აღარ ჩამოვთვლი, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა მათ მიმართ) გეუბნებიან, რომ სასჯელი პოლიტიკურად არის მოტივირებული და მოსამართლეს არ ჰქონდა ბრალმდებლის ფუნქციის შეთავსების უფლება, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, ვინ არის ზემოაღნიშნულ პირებზე დიდი თეორეტიკოსი, ან პრაქტიკოსი იურისტი? ის პირები, რომლებმაც მათგან ისწავლეს სამართალმცოდნეობა? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - ამბობს ლანა გალდავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა