ომბუდსმენი - თუ ყველაფერი წესრიგშია და პენიტენციური დაწესებულება მაინც არ აძლევს თანხმობას სააკაშვილის პირად ექიმს განახორციელოს ვიზიტი, ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაგირება

აღნიშნული კონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს და თუ საჭირო გახდა, კიდევ გავაგრძელებთ. არსებულ პირობებში თუ ცვლილებები არ იქნა, რეგულარული ვიზიტების განხორციელების საჭიროებას ვეღარ ვხედავთ, რადგან ბოლო სამმმა ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ ვითარება არსებითად არ იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ის ასევე შეისწავლის მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის დაშვების საკითხს.

„რაც შეეხება პირადი ექიმის ვიზიტებს, ჩემს წარმომადგენლებს აქვთ ადვოკატებთან კომუნიკაცია და ჩვენ ვნახავთ რა დოკუმენტაციები იქნა წარდგენილი მათი მხრიდან და რამდენად დაიცვა ეს ყველაფერი მათმა მხარემ. თუ ყველაფერი წესრიგშია და პენიტენციური დაწესებულება მაინც არ აძლევს თანხმობას ექიმს განახორციელოს ვიზიტი, ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაგირება. ამ წუთში მე არ მაქვს ეს საკითხი დეტალურად შესწავლილი, ამიტომ ვერ მოგცემთ განმარტებებს. იქედან გამომდინარე, რომ ეს საკითხი ეხება პირველ რიგში ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რაც განხორციელებადია იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს ნდობა მისი მკურნალი ექიმის მიმართ და ნაკლებად განხორციელებადია, როდესაც მიმღებლობა არ აქვს იმ ექიმის მიმართ, რომელიც მას ფსიქოთერაპიას უტარებს. ჩემი რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურის მიმართ იქნებოდა, რომ მათ მისცენ საშუალება მხარის მიერ ნომინირებულ და წარდგენილ ფსიქოთერაპევტს და დარგის სპეციალისტებმა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა