ჰერმან საბო - პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის პიროვნულ სურვილზე დამოკიდებული არ არის - ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და დღესდღეობით ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" დეპუტატმა ჰერმან საბომ განუცხადა.

მისივე თქმით, თუკი ქუჩაში გავალთ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე პასუხი ძალიან მარტი დასანახი იქნება.

„თუკი ნახავთ მუხტს, რომ ადამიანები ძალიან გაბრაზებული არიან რამეზე, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობს. მე დღეს ასეთ წინაპირობებს ვერ ვხედავ. ფაქტია, რომ ოპოზიცია პარლამენტსა და საკრებულოებში შევიდა... ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და საპარლამენტო რესპუბლიკების ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, რომ თუკი სხვადასხვა კრიზისი იქმნება, ამ კრიზისების განმუხტვის ყველაზე მარტივი გზა პარლამენტის ვადამდელი არჩევნებია. ფაქტია, რომ დღეს ასეთი კრიზისი სახეზე არ გვაქვს - თუ გვექნება, არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებაშია პრობლემა", - განაცხადა ჰერმან საბომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა