ჰერმან საბო - მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი გარემოცვის განცხადებები, რომ თითქოს, ის რაღაც აღმატებული არსებაა, ხოლო ჩვენ ყველანი ლილიპუტები, დათვური სამსახურია ისევ სააკაშვილის მიმართ

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი გარემოცვის აღმატებული განცხადებები და დამოკიდებულება, რომ თითქოს, ის რაღაც აღმატებული არსებაა, ხოლო ჩვენ ყველანი ლილიპუტები, დათვური სამსახურია ისევ სააკაშვილის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის" დეპუტატმა ჰერმან საბომ განუცხადა.

საბოს შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილს "გამრუდებული სამყაროს წარმოდგენაში ტოვებს, თითქოს, მას საქართველოსთვის განსაკუთრებული როლი და მისია აქვს, რომელიც თუ არ შესრულდა, ქვეყანას ტრაგედიის წინაშე დააყენებს".

"სჯობს, გარემოცვა რეალურ წარმოდგენას აძლევდეს სამყაროზე, რომ ის ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომლის პოლიტიკაში ყოფნა ან არყოფნა არ წყვეტს ქვეყნის არსებობა-არარსებობას. ეს იქნებოდა უკეთესი ქვეყნისთვის და სააკაშვილისთვის", - აღნიშნა ჰერმან საბომ.

მისივე თქმით, ციხეში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობები არ უნდა შეიქმნას, თუმცა უნდა იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ, ხოლო ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.

"ზოგადად, გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა მარტივი არ არის - განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეგონა, რომ საქართველოში რომ ჩამოვიდოდა, მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში გავიდოდა და მისთვის ხელის ხლების უფლებას არავის მისცემდა. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნისას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეიძლება მარტივი იყოს. ციხე იმისთვის არის, რომ ადამიანი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენო და რაღაცის გამო დასაჯო", - აღნიშნა ჰერმან საბომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა