მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე სტრასბურგში ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტში საქართველოსთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტთან, ანდრიუს კუბილიუსთან; საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირების შეთანხმებების სამუშაო ჯგუფის ხელმძვანელთან ნაჩო სანჩეზ ამორთან; ევროპარლამენტის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რიხარდ ჩარნეცკისთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, ვიოლა ფონ კრამონთან და პეტრას ოსტრევიჩიუსთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვას ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ რეზოლუციებში, რომელზეც მუშაობა ევროპარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს საკითხის ევროკავშირის დღის წესრიგში და მიმდინარე განხილვებში აქტიურად წარმოჩენას.

ამასთან, ევროპარლამენტარებთან შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მათ შორის, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტის წევრების ვიზიტები საქართველოში და საქართველოს საპარლამეტო დელეგაციების შეხვედრები ბრიუსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო