კელი დეგნანი - საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში უკრაინასთან დაკავშირებით და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან

რაც შეეხება უკრაინის კრიზისს, ეს კრიზისი რუსეთმა შექმნა. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებსა რუსეთთან იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს და რა არის რეალურად რუსეთის აგრესიული ქმედებების უკან უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ კონსულტაციებში საქართველოც ჩართო.

„ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში და შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას და კოორდინაციას საქართველოსთან, ვინაიდან ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, ასევე ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ინარჩუნებს და საშუალებას აძლევს ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განიცადონ. ჩვენი მიზანი არის ამ პრინციპების დაცვა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ თავისუფლებაზე, ბევრ იმ უფლებაზე, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციით.

ჩვენი, აშშ-ის მიზანია უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება. სწორედ ამ მიზნით ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, სწორედ ამ მიზნით მართავს ის შეხვედრებს პარტნიორებთან და პარტნიორებთან დღეს ბერლინში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა და მათი შეშფოთებების მოსმენა და გამოვძებნოთ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი,“- აღნიშნა ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს