აკაკი მინაშვილი - მინდა ვიყო თვითკრიტიკული - გვჭირდება მეტი ორგანიზება, მეტი სიმწყობრე, მეტი თანმიმდევრულობა - პარტიაში ცვლილებების პირველი დანიშნულება სწორედ ესაა

რადგან ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია, რა რჩებათ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს? - აქტიურობა ყველა ფრონტზე - მოქალაქეების კიდევ უფრო დარწმუნება მოხდება, რომ გადამწყვეტ მომენტებში აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეები ყველა ფორმით უნდა გააქტიურდნენ, მათ შორის საჭიროა საპროტესტო აქტივობებიც.

„საპროტესტო აქტივობები არის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა არა მარტო. პოლიტიკური ბრძოლის სხვა მეთოდებიც იქნება გამოყენებული, მათ შორის საკრებულოებშიც, ასევე პარლამენტში კომისიებში. ეს იქნება ადგილები, სადაც თემის აქტუალიზება და მოქალაქეების კიდევ უფრო დარწმუნება მოხდება, რომ გადამწყვეტ მომენტებში აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გარკვეული ცვლილების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკური საშუალებაა.

„თუ ხელისუფლება აგრძელებს ინსტიტუტების მიტაცებას - სასამართლოსი, საარჩევნო სისტემის, თუ პარლამენტში ვერ ხდება რეალური გადაწყვეტილებების მიღება, რა რჩება საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს, როგორ უნდა შევაჩეროთ პოლიტიკური დევნა?! თუ გვინდა, რომ ქვეყანამ განვითარება დაიწყოს, პერსპექტივები გაჩნდეს, ადამიანებმა კარგად იცხოვრონ, შემოსავალი მინიმუმ 1000 დოლარი ჰქონდეთ, ინვესტიციები შემოვიდეს, ქვეყანაში არ უნდა იყოს დაჭერები, დაპირისპირება, არ უნდა იყოს მართული სასამართლო. რადგან ყველა ეს ინსტიტუტი მიტაცებულია, რა რჩებათ მოქალაქეებს - აქტიურობა ყველა ფრონტზე, ყველა ფორმით, სხვადასხვა მასშტაბით და ვგულისხმობ საპროტესტო აქტივობასაც, რაც ამ ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პოლიტიკური საშუალებაა, რათა გარკვეულ ცვლილებას მივაღწიოთ“,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, მინაშვილის თქმით, ამ ცვლილებების დანიშნულება „მეტი ორგანიზება, მეტი სიმწყობრე და მეტი თანმიმდევრულობაა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა. სტაბილური 500 ათას ადამიანზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. მინდა ვიყო თვითკრიტიკული - გვჭირდება მეტი ორგანიზება, მეტი სიმწყობრე, მეტი თანმიმდევრულობა. ამ ცვლილებების პირველი დანიშნულება სწორედ ესაა. ასევე ახალი სისხლი, ახალი ადამიანები, რომლებიც პარტიაში უნდა შემოვიდნენ და ახალი სუნთქვა მისცენ ამ პარტიას. ეს პროცესი დავიწყეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ნიკა მელია სოციალური მედიით ავირჩიეთ თავმჯდომარედ. უბრალოდ შემდეგ პოლიტიკური ვითარება ისე დაიძაბა, რომ ორგანიზაციული საკითხებისთვის დრო არ არსებობდა. ახლა გაჩნდა გარკვეული დრო, რათა ორგანიზებულობა შემოვიტანოთ, ახალი სახეები ჩავრთოთ პროცესში. ბევრი დრო არ გვაქვს“,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა