უკრაინის სახალხო დამცველი - მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების ნებართვის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ დენისოვა „ფეისბუქში“ წერს, სადაც ქართველ დეპუტატებთან, ლევან ბეჟაშვილს და თამარ კორძაიასთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მისი თქმით, შეხვედრაზე გამოთქვა შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რასაც ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.

„ქართველ პარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე,“ - წერს დენისოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო