მამუკა ხაზარაძე დუშეთის მცხოვრებლებს - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ოპოზიციიდან მაქსიმალურად კონტროლი განვახორციელოთ, რათა თქვენ გქონდეთ გაზი და წყალი

„ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რეგიონებში მოსახლეობას ხვდება. დღეს ის დუშეთის რაიონის იმ მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა, რომელთაც გაზისა და წყლის პრობლემა აქვთ.

“სოფლებში სამუშაოები დასრულებულია, მოსახლეობამდე გაზის მილებიც მიყვანილია და მრიცხველებიც დამონტაჟებული, მათი სისტემაში ჩართვა დღემდე ვერ ხერხდება”, - აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძესთან ერთად იმყოფება რეგიონში.

“მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის განკარგულებით დამტკიცდა გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ 2019-2021 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველეყო დუშეთის რაიონის სოფლებში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. გეგმის დამტკიცების მიუხედავად, სამუშაოები ბევრგან ჯერ არც დაწყებულა, თუმცა სადაც დაიწყო და დასრულდა კიდეც, იქაც კი, მოსახლეობა მოკლებულია გაზით სარგებლობის საშუალებას”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დასრულდა სამუშაოები შემდეგ სოფლებში: პავლეური, დოლასქედი, ვაშლობი, ჟუღისი, ხარხეთი, მანასეური, სალაჯური, გოგნაურთა. ბაზალეთის თემში - გრიგოლაანთკარი, ჩირდელიანთკარი, ჩუბინიანთკარი.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლებში სამუშაოები დასრულებულია, მოსახლეობამდე გაზის მილებიც მიყვანილია და მრიცხველებიც დამონტაჟებული, მათი სისტემაში ჩართვა დღემდე ვერ ხერხდება. დღეისთვის სახელმწიფოს მხრიდან პროცესი გაჩერებულია მიმწოდებლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გადაცემის ეტაპზე. სახეზე აშკარად არის ბიუროკრატიის მიერ დროში გაწელილი პროცესი და ნების უქონლობა”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ამასთან, დუშეთის საკრებულოს წევრის, „ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლია როინიშვილის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია“ შეტანილი და გაზის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ.

„მაღალი მთის მოსახლეობისათვის ყველაზე ხელშესახები შეღავათი მკაცრი ზამთრის პირობებში, სწორედ გაზზე დაწესებული სახელმწიფო შეღავათია. მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, დუშეთის რაიონის მთელი რიგი სოფლები ამ შეღავათით ვერ სარგებლობენ”, - აცხადებს ხელმძღვანელი ლია როინიშვილი.

მისივე თქმით, პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ისე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა პრობლემა მაინც ვერ გვარდება. ამ პრობლემის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის, ფრაქცია „ლელოს“ ხელმძღვანელმა ბადრი ჯაფარიძემ სატეპუტატო კითხვით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს.

როგორც „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს განუცხადა, ეს საკითხი მოგვარებამდე, მუდმივი კონტროლის ქვეშ ექნება და ყველა ძალას გამოიყენებს, რათა საკითხი უმოკლეს დროში გადაწყდეს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა მოხდეს პრობლემის იდენტიფიკაცია, დადგინდეს დამაბრკოლებელი ფაქტორები და პოზიტიური ზეწოლა მოვახდინოთ, რათა მოხდეს ადგილობრივების პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ოპოზიციიდან მაქსიმალურად კონტროლი განვახორციელოთ, რათა გაკეთდეს ყველაფერი რასაც ხელისუფლება თქვენთვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ გვჭირდება შედეგი, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გაზი და უნდა მიეწოდებოდეთ წყალი. შესაბამის ჩინოვნიკებს ჩვენ დავადგებით თავზე და გავაკეთებინებთ ამ საქმეს”, - განაცხადა ადგილობრივებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა