ლევან იოსელიანის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ინსპექტორი უწყების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, პროცესი მარტივი არ იქნება

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ინსპექტორი უწყების ­გაუქმების თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, პროცესი მარტივი არ იქნება.

იოსელიანს იმედი აქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს ძალიან ყურადღებით განიხილავს, “ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი იყო და მასთან დაკავშირებული პროცესი ბევრ კითხვას ბადებს“.

“პროცესი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, ნამდვილად ძალიან დიდ კრიტიკას იმსახურებდა. პროცესი დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობდა და არ მოგვეცა საშუალება, უწყების დაშლის ავ-კარგიანობაზე საფუძვლიანად გვემსჯელა. სამწუხაროდ დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს