საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2022 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საიუბილეო, 2022 წელს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტის მთავარი კონცეფცია, ერთიანი მწვანე სივრცის შექმნაა, კუნძულებითა და მოსასვენებელი ზონებით, სადაც 100-ზე მეტი ჯიშის ხე და 1000-მდე ბუჩქი დაირგვება. ამასთან, დაახლოებით, 400 კვადრატული მეტრი კი, მწვანე გაზონებს დაეთმობა. პარკში, ასევე დაგეგმილია, ერთიანი ავტომატური სარწყავი და გარე განათებების სისტემების დამონტაჟება.

სტუ-ს ცნობითვე, სწორედ უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციით გაიხსნა საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.

სტუ-ის ინფორმაციით, წელს, ასევე იგეგმება დიღომში, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩაზე, უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ჰაბის მშენებლობის დაწყებაც, რომელიც სტუ-ის ჰიდროგეოლოგიისა და სინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტს, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს, სამშენებლო ფაკულტეტის წყლისა და ჩამდინარე წყლების ხარისხის კვლევის ლაბორატორიასა და ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევით ლაბორატორიას გააერთიანებს.

„სასწავლო-სამეცნიერო კვლევით ჰაბში მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ წყალთან დაკავშირებული სერვისები: ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური კვლევები, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი, მდინარეებისა და ზღვის სანაპიროზე მიმდინარე პროცესების (ღვარცოფების, წყალდიდობების და ა.შ), კომპიუტერული და ფიზიკური მოდელირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის, ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის ანალოგი აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს. საიუბილეო ღონისძიებაზე, სტუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, ასევე ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წელს დაიწყოს უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია.

ქვეყნის მეთაურმა, ასევე განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯიც, რომლის რეაბილიტაციაც უკვე დასასრულს უხალოვდება. სტუ-ის აღნიშნული კოლეჯი სამტრედიის რაიონის, სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარეობს და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საფრანგეთის უნივერსიტეტთან, რენე 1-თან და იტალიის მონპელიეს უნივერსიტეტთან მიმდინარე ორდიპლომიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რძისა და ღვინის საპილოტე ლაბორატორია-საწარმოების აშენებასაც გეგმავს, რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან 2 მილიონიანი დაფინანსება გამოიყოფა. მშენობლობის დაწყება სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

ღვინისა და რძის საპილოტე საწარმოები სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაიღრმავონ, უშუალოდ ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევები და შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები.

რძის საწარმოს ექნება პოტენციალი, დღიურად მიიღოს 1 ტონა რძე და დაამზადოს ყველა ტიპის რძის ნაწარმი: პასტერიზებული რძე, იოგურტი, მაწონი, ხაჭო და ოთხივე სახეობის ყველი. საწარმო იქნება მძლავრი სამეცნიერო ბაზა, რძის პროდუქტების მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისათვის. ღვინის სასწავლო- სამეცნიერო საწარმოში კი, ყველა ტიპის ღვინის წარმოება მოხდება. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ღვინის დაწურვის, ჩამოსხმისა და შენახვის პირობები. საწარმოში გაკეთდება მცირე ზომის, საძველე მარანი, სადაც სასმელი დარეზერვდება და შესაბამისი პირობებით შეინახება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წელი 16 იანვარს შეუსრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა