ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მისი პარტია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს

მათ, ვისაც სურვილი არ აქვთ პარლამენტში შემოსვლის, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ძალით ვერავის დაავალებ. ყველა ოპოზიციური მანდატი უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციური საქმიანობისთვის, ამიტომ ცხადია, მხარს არ დავუჭერთ მათი მანდატის შეწყვეტას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ორი სხვადასხვა კატეგორიის პოლიტიკოსებზეა საუბარი. ერთი ნაწილი თვლის, რომ მას ეს მანდატი არ სჭირდება, მეორე ნაწილი აპირებს, რომ შემოვიდეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას პოლიტიკური დღის წესრიგად აქცევს. კითხვას შეიძლება სხვანაირი ფორმულირება მივცეთ, „ოცნება“ რას იზამს? - როდესაც მმართველი ხელისუფლება იყენებს პროცედურულ საკითხებს, სამართლებრივი კაზუისტიკად აქცევს იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს ოპოზიციის ლიდერებზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ მეთოდების გამოყენება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა - სასამართლო ზეწოლა, შევიწროება.

მათ, ვისაც სურვილი არ აქვთ პარლამენტში შემოსვლის, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და უფლებაა, ძალით ვერავის დაავალებ. მაგალითად, ხოშტარია არის ასეთი, ვისაც არ უნდა ამის გაკეთება. ამ ადამიანებს ძალით ვერ დააძალებ. ყველა ოპოზიციური მანდატი უნდა იქნას გამოყენებული ოპოზიციური საქმიანობისთვის. ამიტომ ცხადია, მხარს არ დავუჭერთ მათი მანდატის შეწყვეტას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა