მედია - გერმანიამ ესტონეთიდან უკრაინაში იარაღის გაგზავნა დაბლოკა

გერმანია ესტონეთიდან უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღის გაგზავნას ბლოკავს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინმა ესტონეთს კიევში იარაღის ექსპორტის ნებართვა არ მისცა, მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ესტონეთს ამერიკული წარმოების იარაღის უკრაინაში გასაგზავნად „მწვანე შუქი“ აუნთო. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნას იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ შიშობენ, ასეთი გადაწყვეტილება დაძაბულობას გაზრდის და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს გაართულებს.

შეგახსენებთ, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გააგზავნიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა