ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასე აბუჩად მოხსენიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, რომ მან „დრო ვერ გამონახა“ და „ვერ მოიცალა“, კორექტული არ არის.

მისივე განმარტებით, შეხვედრის ფორმატი სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს.

„ეს დიალოგი უნდა შედგეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ეს არის ამ დიალოგის ფორმატი და წარმოების ჩარჩო, რომელიც გარკვეულ კონფიდენციალურობასაც გულისხმობს იმ დონეზე, სანამ ამ დიალოგის ფორმატების და ჩარჩოს მიმართულებები შეთანხმდება პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის. ამავდროულად ხდება დღის წესრიგის და დელეგაციების შეთანხმებაც. ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი წერილი და ახსნა-განმარტება, იქითა მხრიდანაც არსებობს ურთიერთგაგება. ეს დიალოგი ემსახურება არა პოლარიზაციის გაღრმავებას, რა სურათიც ახლა ქართულ სინამდვილეში გადმოთარგმნილი მივიღეთ, არამედ ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დაწყებას და თანამშრომლობის რეჟიმის უზრუნველყოფას.

როცა ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. "როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა