პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

როგორც „ინტერპერსნიუსთან“ საუბარში გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, მისი კანდიდატურა წარმატებას მოიპოვებს.

„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კანდიდატურა საბოლოო ჯამში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, წარმატებას მოიპოვებს. წინ საკომიტეტო მოსმენებია, რაც ბუნებრივია, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ - კანდიდატებმა დეპუტატებს ჩვენი ხედვა, პროგრამა წარვუდგინოთ, მათ შორის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და ამავდროულად, ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ კითხვებთან თუ წუხილთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება კონკრეტული კანდიდატის მიმართ ჰქონდეთ.

ჩემს კანდიდატურასთან მიმართებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ დიდ პროფესიონალიზმთან, საარჩევნო გამოცდილებასთან ერთად, რომელიც არის ძალიან სპეციფიური, უნიკალური და გარდა მენეჯერული და ლიდერული თვისებებისა, მთავარი საარჩევნო ადმინისტრატორი უნდა ფლობდეს ცოდნას და ძალიან ღრმა კვალიფიკაციას საარჩევნო პროცესის შესახებ. ჩემ ზურგს უკან და ზოგადად, ადმინისტრაციის ზურგს უკან დგას საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2021 წლის მუნიციპალიტეტების არჩევნების დროს დაიმსახურა. ამ დამსახურებებს შორის არის ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ჩემი ინიციატივით და მენეჯმენტის ინიციატივით განხორციელდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანას გეგმავს.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში