ირაკლი ქადაგიშვილი - გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაშია, ისინი ფაქტობრივად, კოალიციაში არიან „ნაცმოძრაობასთან“, რაც პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის ბრალია.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ მძიმე მდგომარეობაშია.

„ბუნებრივია, გიორგი გახარიას პარტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ისინი ფაქტობრივად კოალიციაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც მისი პარტიის ბევრი წევრისთვის მიუღებელი იქნება. გადინება, რომელიც სახეზე გვაქვს, სწორედ აქედან არის გამოწვეული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ „დამანგრეველი პოლიტიკა“ აქვს და მისი ნარატივი აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

„2020 წლის არჩევნების შემდეგ დემოკრატიისთვის, პარლამენტარიზმისთვის და თვითონ ოპოზიციური სპექტრისთვის ის მავნე, დამანგრეველი პოლიტიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია და შემდეგ ბევრი პარტია ჩაიყოლა ამაში - არჩევნებზე უარის თქმა, დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდა, მუდმივი დესტრუქციის გზა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ ეს არის გზა ჩიხური მიმართულებით და ბუნებრივია, ცდილობენ თავიანთ დღის წესრიგს დაუბრუნდნენ. „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“. ეს პროცესი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათლად და ღიად ჩანს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი გახარიას პარტია 14-მა წევრმა დატოვა. როგორც გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი მათთვის მიუღებელია. მათივე თქმით, ისინი ირაკლი მიქელაძის "პრონაციონალურ პოლიტიკას კატეგორიულად ემიჯნებიან".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო