ელენე ხოშტარია - მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია

მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ საკითხი არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული.

„პუტინს სურს, რომ ჰქონდეს აბსოლუტურად ურყევი კონტროლი კონკრეტულად ევროპის ნაწილზე, რომელშიც ჩვენც ვხვდებით. როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს, ეს ის კი არ არის, რომ ვინმეს მიმართ სოლიდარობას აკლებს, არამედ ჩვენივე ინტერესებს არ იცავს ამ სიტუაციაში. როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, მით უმეტეს როდესაც მათ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვთ, საზოგადოება და ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან აქტიური. ჩვენ არ ვთმობთ ამ ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“ როგორც უნდა, ისე ხომ არ იქნება? სწორედ ამიტომ, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ასევე მსოფლიოსაც უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც მიუღებელია რუსეთის დღევანდელი ქმედებები“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

მან ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

„პირველი - ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან საჭიროა იმის თქმა, რომ მეტად ახსენონ საქართველო უკრაინასთან ერთად. ამასთან, რეგიონის ქვეყნებთან, სადაც უშუალოდ „მოქმედებების თეატრი“ არის განვითარებული, მათ შორის ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, თუნდაც დროებით უსაფრთხოების ალიანსზე და გუნდზე საუბარი არის საჭირო. ალიანსზე, რომელიც ერთად გაუმკლავდება ამ საფრთხეს და დასავლეთთან ერთი ხმით ისაუბრებს. ასევე საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უკრაინელებთან - დახმარება, რომელიც შეიძლება იყოს ჰუმანიტარული და ამაზე უნდა იყოს ღია და აქტიური კომუნიკაცია. ასევე აუცილებელია საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების პრობლემებზე ხშირად საუბარი. პრემიერ-მინისტრი უნდა ადგეს, იქ ჩავიდეს და იქედან ჩაერთოს CNN-ს. ეს არის ელემენტარული, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომ გააკეთონ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა