მამუკა ხაზარაძე - მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს ხანში ანაკლიას გავაცოცხლებთ, ეს ისტორიული მოცემულობაა

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს ხანში ანაკლიას გავაცოცხლებთ, ეს ისტორიული მოცემულობაა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მთელი მისი ძალისხმევა და პროექტები სამეგრელოზე იქნება მიმართული, მათ შორის წალენჯიხაზე და იმ სოფლებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს.

„მთელი ჩემი ძალისხმევა იქნება სამეგრელოზე მიმართული, დავიწყებთ წალენჯიხიდან და ეს მარტო წალენჯიხას არ შეეხება, შეეხება სხვა რეგიონებს, მაგრამ მე მინდა ვაჩვენო წალენჯიხაში რისი გაკეთება არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს ხანში ანაკლიას გავაცოცხლებთ, ეს ისტორიული მოცემულობაა და აუცილებლად მოხდება ეს, თუ განვითარება გვიწერია, ეს არის ნომერ პირველი პროექტი და არ არის ლაპარაკი მხოლოდ ღრმაწყლოვან პორტზე, აქ არის ლაპარაკი ქალაქ ანაკლიის მშენებლობაზე, რომელიც ახალ სინერგიას შექმნის, გააძლიერებს სამეგრელოს. ამიტომ მთელი ჩემი ფიქრი და პროექტები, რაზეც ვმუშაობ, არის სამეგრელოზე მიმართული, მაგრამ პრიორიტეტები იქნება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონები და ეს უნდა გავრცელდეს მთელ იმ 58 სოფელზე საოკუპაციო ხაზთან, აქ უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, კერძო ბიზნესი და სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს, რომ ეს 58 სოფელი გააძლიეროს ეკონომიკურად, სოციალურად, განათლებით, იმ ხალხს უთხრას, რომ შენ არ ხარ მიტოვებული, იმიტომ, რომ შენ სხვანაირად უნდა იყო ძლიერი აქ, იმიტომ, რომ ხარ პირველი ადამიანი, რომელიც ამ ტერიტორიებს რომ დავიბრუნებთ და გავაერთიანებთ ქვეყანას, გადახვალ იქ, ამაზე დღეს არავინ არ ფიქრობს და თუ დიდ თემაზე და დიდ მიზანზე არ ფიქრობ, პატარას ვერასდროს ვერ მიაღწევ", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, მას თავისი მიზნების განხორციელებაში დეპუტატის მანდატის დათმობა ხელს არ შეუშლის და ეს, ერთი შეხედვით ამომრჩევლებისთვის გაუგებარი ქმედება, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება იყო.

„ეს იყო ძალიან შეგნებული გადაწყვეტილება. მე მესმის, რომ ამომრჩევლისთვის შეიძლება ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ პარლამენტს, რა სახითაც ის არის წარმოდგენილი, პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის არ აქვს. პერსპექტივას მე ვერ ვხედავ, როცა არის დიდი კედელი ამოშენებული და არანაირი შედეგზე ორიენტირებული მუშაობა იქ არ მიდის. როდესაც პარლამენტარები, რომლებიც მარჯვნივ სხედან, არ გელაპარაკებიან და ზიზღით, როგორც მტრებს ისე გიყურებენ, იქ რა საერთო ენაზე და რა საერთო პროექტებზე უნდა იყოს საუბარი. არავის არ აინტერესებს არც შენი აზრი, არც შენი გამოცდილება.

ამ გადაწყვეტილებით, მე ყველას დავანახე და პირველ რიგში, ჩემს თავს, რომ მე არანაირი მანდატი არ მჭირდებოდა იმისთვის, სანამ ეს სასამართლო პროცესი არ დამთავრდებოდა. ეს პროცესი კი დამთავრდა ჩვენი მოგებით, მაგრამ ჩვენი სასამართლო და პოლიტიკა ხომ ერთმანეთშია აღრეული და ისე უნდა წარმოადგინონ თითქოს რაღაც გადაკვალიფიცირება მოხდა და სიტყვა გამართლება ვერ თქვეს. როცა გედავებიან ფულის გათეთრებას, იქ არის ორი გადაწყვეტილება - ან გიჭერენ, ან თავისუფალი ხარ, სხვა არაფერი არ არსებობს, არანაირი გადაკვალიფიცირება, ეს კიდევ ცალკე ნონსენსია რაც მოხდა. როცა სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში წაღებაზე ვსაუბრობთ, ეს გვჭირდება იმისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა არ უნდა გააჩერო არასდროს. მე მინდა ადამიანებს ჩავუნერგო რწმენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ ხარ მართალი არ უნდა გაჩერდე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოვიგეთ და ამით დამთავრდა და ჩვენ გავაგრძელებთ წყნარად ცხოვრებას, არა! ჩვენ გავაგრძელებთ იმ უსამართლობის გამოვლინებას, რაც ჩვენს სასამართლოში ხდება,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო