დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

მათიკაშვილი იმისაც ამბობს, რომ წინა გამოცდილების გათვალისწინებით, თავად ოპოზიციის მხრიდან არ გამოთქმულა მმართველ პარტიასთან შეთანხმების სურვილი.

“გვაქვს სრული მზაობა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განვიხილოთ. ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, რათა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა, ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიციით მოვახერხოთ, ცხადია, ამაზე მმართველი გუნდი სრულ მზაობას აცხადებს, თუმცა გვაქვს გამოცდილება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ერთადერთ არგუმენტად მათ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობას ასახელებდა და მათ პროფესიულ გამოცდილებას უწუნებდა. ეს არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის პროცესი იწყება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის ახალი წესის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უფრო კონკრეტულად, პირველ ჯერზე კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა არ მოხდა, კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო