ბადრი ჯაფარიძე - თენგიზ თევზაძეს ექნება ჩვენი მხარდაჭერა, იმედი გვაქვს, "ქართული ოცნება" შეძლებს, გადალახოს პარტიული ინტერესი და შევჯერდებით ცესკო-ს თავმჯდომარეობის ისეთი კანდიდატის ირგვლივ, რომელსაც მაღალი ნდობა ექნება

ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ საჭიროა ისეთი თავმჯდომარე აირჩიონ, რომელიც არ იყო ცესკო-ს ნომენკლატურის ნაწილი და არ მონაწილეობდა ისეთი არჩევნების ორგანიზებაში, რომელიც ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ჩათვალეს, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები , - ასე აფასებს ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ,ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით საკითხს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საჭიროა ყველა შეჯერდეს საერთო კანდიდატზე და მისი განცხადებით, მათი პარტიის მიერ მხარდაჭერილი იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ თევზაძე.

,,ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ საჭიროა ისეთი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც არ იყო ცესკო-ს ნომენკლატურის ნაწილი და არ მონაწილეობდა ისეთი არჩევნების ორგანიზებაში, რომელიც ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ჩათვალეს, როგორც ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები. ამიტომ არის ამ სიაში დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ჩემი აზრით, კარგი რესურსი აქვს იმისათვის, რომ მოვახერხოთ და შევჯერდეთ ერთ კანდიდატზე და ასეთი არის ბატონი თენგის თევზაძე. ამ კანდიდატს ექნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ის არის დამოუკიდებელი, კვალიფიციური, მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატი და ,,ქართული ოცნება" შეძლებს, გადალახოს პარტიული ინტერესი და შევჯერდებით ისეთი კანდიდატის ირგვლივ, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა საზოგადოებისგან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა