პროკურორი - უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, რადგან პასუხი არ აქვს მძიმე ბრალდებებზე - პროცესებს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს

უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე, - ამის შესახებ 7 ნოემბრის ეპიზოდზე ბრალდებულ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

„ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. მათ შორის, დღეს წარმოდგენილი გვქონდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის და მათი დარბევის კადრებს. ეს არის უდაო მტიცებულებები 7 ნოემბრის დანაშაულის დასტურისა, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს, თუნდაც, ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ შეუძლოდ ხდება და ის სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. უკვე მერამდენე პროცესია, ასე თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, ამ დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე. როგორც ჩანს და უკვე ნათელია, მიხეილ სააკაშვილის სურვილი არასდროს ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლო სხდომებს, თორემ მტკიცებულებათა გამოკვლევაში და შინაარსობრივ მხარეში ის არ მონაწილეობს.

გამოქვეყნებული ჩანაწერებით, ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემდეგი - პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ ისეთი სიუჟეტები, რომელიც იქნებოდა "აფეთქების" ტოლფასი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის, არ უნდა ყოფილიყვნენ კრიტიკულები, თუმცა, ჩვენ ასეთი „აფეთქებები“ სიუჟეტის სახით ვიხილეთ გირგვილიანის თემაზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, იმჟამინდელი „იმედი“ იყო კრიტიკული მაუწყებელი, სწორედ ამის გამო დაუპირისპირდნენ არკადი პატარკაციშვილს. კადრებში ნახეთ გიორგი უგულავას შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილთან, სადაც პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, მათ შორის, გაივლო წითელი ხაზები და ფაქტობრივად, შინაარსი იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილი ამათი მტერი იყო და ის ხელისუფლების მხრიდან საპასუხო დარტყმებს მიიღებდა. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა იყო ეს დარტყმები - ტელე „იმედის“ დარბევა, ქონების წართმევა მისი ოჯახისთვის და ყველა ის დანაშაული, რომლის ავტორიც და ორგანიზატორიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, საქმეზე არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო.

„7 ნოემბრის საპოლიციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მეორე დღეს უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებში იგულისხმება „ვანო მერაბიშვილი, მისი მოადგილეები, კუდ-ის და სოდ-ის ხელმძღვანელები ახალაიას და კოდუას სახით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო