პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს.

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კოორდინირება საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ფარგლებში მოხდება.

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ, ნებისმიერი მომენტში ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და თუ საჭირო იქნება პროცესში ჩავერთო“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტს პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა წარადგინეს. როგორც მასთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა საჭიროა კონსულტაციები, თუ რა ფორმით მიიღებს მას პარლამენტი. სამხარაძის თქმით, საკითხზე ფრაქციებს შორის კონსულტაციები გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა