ეკა გიგაური - მეც მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ორგანიზებული პროცესი შეიძლებოდა დახმარებოდა იმ პრობლემურ საკითხებს, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ მიზანი სულ სხვაა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის ორგანიზებული ეს პროცესი არ შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ეს პროცესი არ ემსახურება იმას, რომ დღეს არსებულ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და მათ შორის იმ პრობლემებზე, რაც რეფორმებთან თუ სხვა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებითაა, გარკვეული გამოსავალი ვნახოთ. ამ შეხვედრიდან დღეს მთავარი ეს გამოვიტანე - ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, არ უნდა დავაკნინოთ ის, რაც ამ შეხვედრების შედეგად შეიძლება გაკეთდეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

„როგორც მივხვდი, ამ ფორმატის მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს, რომელიც ჩვენს წარსულს და აწმყოს შეეხება. განვიხილეთ მთავარი საკითხები, რომელიც უკავშირდება იმას რატომ ვართ იქ, სადაც ვართ, რა შეცდომები დაუშვია ქართულ საზოგადოებას და ზოგადად, რა ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, რა უნდა გავაკეთოთ როგორც საზოგადოებამ იმისთვის, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ. ეს არის რაზეც იყო საუბარი. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, სადაც შეფასებული იქნება ყველა ის პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ჯერჯერობით, არ მახსენდება არცერთი ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ ყველაფერს სიღრმისეულად შეაფასებს. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ჩვენი როლი, ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ჩვენი როლი, არ ვიცი ამაზე პასუხი. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე არ შემექმნა კონკრეტული მოლოდინები საზოგადოებაში. ეს პროცესი არ შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ეს პროცესი არ ემსახურება იმას, რომ დღეს არსებულ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და მათ შორის იმ პრობლემებზე, რაც რეფორმებთან თუ სხვა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებითაა, გარკვეული გამოსავალი ვნახოთ. პრეზიდენტის ორგანიზებული ეს პროცესი ამას არ ემსახურება დღეს მთავარი ეს გამოვიტანე ამ შეხვედრიდან.

მეც ვიკითხე, ის, თუ რას ვუშვებით დღეს არსებულ პრობლემებს და იქნება თუ არა ეს ფორმატი გათვალისწინებული იმისთვის, რომ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოსავალი ვნახოთ, რაზეც ითქვა, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დავაკნინოთ ის, რაც შეიძლება გაკეთდეს. მთავარი ჩემთვის იყო ის, რომ გადამეტებული მოლოდინები საზოგადოებაში არ შევქმნათ. მეც მქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი შეიძლებოდა დახმარებოდა იმ პრობლემურ საკითხებს და ვითარებას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის ამ პროცესის მიზანი. მიზანი არის სულ სხვა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „ლელოს" დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერს, ეკა ბესელიას, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა