მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს გლდანის ციხეში განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მასალები, ასევე, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო, - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

„ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“, - აცხადებს სააკაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს