ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ჩარჩოებში კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებს და მას დეესკალაციისა და დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.

„საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისკენ და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს