„რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს

"რეფორმების ჯგუფის" ლიდერები ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია და სერგო ჩიხლაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და მხარდაჭერისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე შეხვედრაზე მყოფმა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, არის დიდი საფრთხის მომტანი საქართველოსთვის.

ვაშაძის აზრით, ის პრინციპი, რომელიც აქვს უკრაინას, ,,არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე", უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს მაგალითზეც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა