ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - თუ რა ქმედებებს ატარებს ჩვენი მთავრობა, ყოველთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს - ღია კარის მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვან

ღია კარის მტვრევას და წყლის ნაყვას უნდა შეეშვან, უფრო საგნობრივი და კონკრეტული საკითხია განცხადების და რეზოლუციის მიღება - ინტერფრაქციული შედეგი უნდა იყოს, სადაც ნატო-ს საკითხიც უნდა იყოს ასახული კიდევ ერთხელ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სახელისუფლო პოზიციის შესახებ.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„ვის შეიძლება ჭკუათმყოფელ ადამიანს, მით უმეტეს პარლამენტში მყოფ ადამიანს, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება იმაზე, რომ საქართველო იქნება თუ ნებისმიერი სახელმწიფო, უნდა ჰქონდეს თავისი არჩევანის უფლება, მათ შორის როგორ განისაზღვროს მისი უსაფრთხოება, ვისთან იყოს უსაფრთხოების კუთხით ალიანსში. როგორ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრება, რომ სხვისი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის შელახვა დაუშვებელია და ა.შ..

ხშირ შემთხვევაში წყალს ვნაყავთ ხოლმე, ვანგრევთ ღია კარებს, რადგან ამით გვგონია, რომ იმ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს შევქმნით და წარმოვადგენთ „ქართულ ოცნებას“, რომ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესიას ხელი შეუწყოს უკრაინაში? ამ აბსურდამდე დადიან. ამ აბსურდს არ აქვს მოსახლეობაში შესაბამისი აღქმა და ვერც ექნება.

ის, თუ რა ქმედებებს ატარებს ჩვენი მთავრობა, გამომდინარეობს ყოველთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან, ყოველთვის იმ პრინციპებიდან რომელზეც არის საერთაშორისო ურთიერთობები დამყარებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა