ირაკლი ქადაგიშვილი - ყოვლად მიუღებელია ქმედება, რაც პოლიციელმა ჩაიდინა - მასალების მოპოვების შემდეგ მოხდება შემდგომი კვალიფიკაციის დაზუსტება

ყოვლად მიუღებელია ის ქმედება, რაც პოლიციელმა ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება, მასალების მოპოვების შემდეგ მოხდება შემდგომი კვალიფიკაციის დაზუსტება - გამოძიება მიტინგის მოწოდების მიხედვით ვერ იხელმძღვანელებს, იგი მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსით და კონკრეტული მტკიცებულებების სფუძველზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვიღაცა რაღაცას მოითხოვს, ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს მაინცდამაინც ასე არის სწორი, შესაძლოა კიდევ სხვა რამესთან იყოს საქმე.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, „გაუცვეთელი ფრაზაა, რომ მიტინგებმა გადაწყვიტოს, ვის რა სასჯელი ეკუთვნის.“

„ყოვლად მიუღებელი არის ის ქმედება, რაც პოლიციელმა ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება. მასალების მოპოვების შემდეგ მოხდება შემდგომი კვალიფიკაციის დაზუსტება, თუ ამის შესაბამისი, სამართლებრივი და სხვა მტკიცებულებები იქნება, რასაც გამოიძიება ითხოვს. ის, რომ ვიღაცა რაღაცას მოითხოვს, არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ასე არის, შეიძლება უფრო მძიმე რაღაცაც არის, შეიძლება კიდევ სხვა რაღაცაა. გამოძიება ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით გადაწყვეტს, კიდევ რა შეიძლება იყოს.

გაუცვეთელი ფრაზაა, რომ მიტინგებმა გადაწყვიტოს, ვის რა სასჯელი ეკუთვნის. ხალხს, რა თქმა უნდა, გამოსვლის უფლება აქვს და ამის ნებას არავინ უკრძალავს. გამოძიება უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და თუ გამოძიება იქნება არაკვალიფიციური, სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიძლება დამნაშავე არ დაისაჯოს სათანადოდ. ამიტომ, გამოძიება მიტინგის მოწოდების მიხედვით ვერ იხელმძღვანელებს, იგი მოქმედებს და ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის კოდექსის, კონკრეტული გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

შსს განცხადებაში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა