პაატა მანჯგალაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე - ამას მხოლოდ 2 ადამიანის დაპატიმრება არ უნდა მოჰყვეს, უწყებაში უნდა გამოჩნდეს ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას

ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე - ეს არის სისტემური დანაშაული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადს, რითაც პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალადობა "ქართული ოცნების" პირობებში პოლიციის ხელწერა გახდა.

"ამას არანაირი გამართლება არ აქვს. არ არსებობს არც ერთი ლეგიტიმური მიზეზი, რომელიც გაამართლებს პოლიციელების ქმედებას. საზოგადოების მყისიერმა რეაქციამ აიძულა ხელისუფლება საკუთარი ტყავის გადასარჩენად მიეღოთ ეს ზომები. პოლიციელების ეს ქმედება წლების მანძილზე წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ, რადგან პოლიციელებმა ნახეს, რომ როცა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს "გავრილოვის ღამეს", არავინ არ დასჯილა. როდესაც ჟურნალისტებს დაერივნენ 5 ივლისს და არავინ არ დასჯილა - დიახ, მაშინ ხელისუფლებამ წაახალისა ძალადობა. ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე - ეს არის სისტემური დანაშაული. ძალადობა "ქართული ოცნების" პირობებში გახდა პოლიციის ხელწერა", -განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა