ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ორჯერ შემოვიდა პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნით, რომ მაგიდაზე ამხტარიყვნენ და დებოში მოეწყოთ

ორჯერ შემოვიდნენ პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო, რომ ამხტარიყვნენ მაგიდაზე და მოეწყოთ დებოში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს აღარაფერს ცვლის.

„თუ ანალოგიური გაგრძელება ექნება მათ პარლამენტში შემოსვლას, რაც იყო ისევ ის იქნება, თუ ოდნავ სერიოზულები იქნებიან, ოდნავ ოპოზიციის შინაარსს გაარკვევენ, გარდა რევოლუციური სცენარის განვითარებისა და უფრო კონსტრუქციულები იქნებიან, მაშინ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის იქნება უკეთესი. „ნაციონალური მოძრაობის“ ორწლიანმა პოლიტიკამ, რომელიც მთლიანად ტყუილზე აგებული ნარატივი იყო, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, მთლიანად ოპოზიცია დააზიანა. ყველა ოპოზიციური პარტია ცდილობს, რომ დაიბრუნოს თავისი სახე, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის გზა არაფრისკენ, „ტუპიკი“ არის სრულიად და გამომდინარე აქედან, „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ იქნება თუ შიგნით, ეს აღარაფერს აღარ ცვლის. რამდენადაც შეძლებენ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარი თავის პოვნას და საკუთარი ამომრჩევლის დაბრუნებას, ეს იქნება ალბათ, მათი პირველი ამოცანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა