ხატია დეკანოიძე - "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისა და სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის საჭიროებას ხედავს.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ფრაქციის წევრებს შორის დღეს, 18:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება და გადაწყვეტილების ფრაქციის ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინებით მიღება.

„ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა. პირველ რიგში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლის დარეგისტრირებას ძალიან მალე ვაპირებთ. ასევე დღის წესრიგში დგას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხი. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს. ჩვენ ერთმანეთის აზრს მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობით მივიღოთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო