ხათუნა სამნიძე - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე შეხვედრა არასწორი კომუნიკაციისა და ტექნიკური მიზეზების გამო ხვალისთვის გადაიდო - „ქართული ოცნება“ რეზოლუციის მიღების პროცესში ძალიან ფრთხილია

„ქართული ოცნება" პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პროცესში ძალიან ფრთხილია, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ტექსტზე კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებს შორის დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.

„ერთობლივი რეზოლუციის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა. ეს რომ მოვასწროთ, რეზოლუცია აუცილებლად 26 იანვარს უნდა დარეგისტრირდეს. შეხვედრა დღეს უმნიშვნელოვანესი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა არასწორი კომუნიკაციისა და ტექნიკური მიზეზების გამო ხვალ დილისთვის გადაიდო. "ქართული ოცნება" პროცესში ფრთხილია! როგორც ჩანს, ყველა სიტყვას ამ რეზოლუციაში მნიშვნელობა ექნება, თუმცა მთავარია, რომ „ქართული ოცნება" არის მზად ამ პროცესში ოპოზიციასთან ითანამშრომლოს და რეზოლუცია ერთობლივი პოზიციით მივიღოთ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს დუმილი არის პოლიტიკური შეცდომა და დაუშვებელი.

„პოლიტიკური შეცდომაა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ხმამაღალი საკუთარ განცხადებებში, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება", - დასძინა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა