ელენე ხოშტარია - დეპუტატები არ არიან მშობლები?! არ იციან რა არის შშმ პირის ცემა, არ აწუხებთ თუ რატომ დუმან?!

დეპუტატები არ არიან მშობლები?! არ იციან რა არის შშმ პირის ცემა, არ აწუხებთ თუ რატომ დუმან?! - იმიტომ რომ უფროსი გაუბრაზდება?! - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან შსს-თან გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც პოლიციელების მიერ 17 წლის შშმ პირის ცემას აპროტესტებენ.

მისი თქმით, პოლიციელების დაკავებით არაფერი დასრულებულა, რადგან თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა არ არის, ხშირად უნახავთ, რომ ამა თუ იმ საქმეზე დაკავებულებს შემდეგ ათავისუფლებენ და ამის მაგალითია ლუკა სირაძის საქმეც.

“დღეს არაფერი დასრულებულა პოლიციელების დაკავებით, პოლიციის დაკავება იყო უბრალოდ გარდაუვალი რეაქცია, გვინახავს, რომ შემდეგ მალე ათავისუფლებენ თუ არ არის ზეწოლა, როგორც გაათავისუფლეს ლუკა სირაძის მკვლელები და არც დაუჭერიათ ბევრი მათგანი. არ ვეგუებით ამას, პოლიციელები რა დღეშიც არიან, გჯერათ, რომ მათ ეს სიამოვნებთ?! მაგრამ მათ ასე უთხრეს, რომ ეს არის პოლიცია საქართველოში და ისინიც ასრულებენ ამ როლს. მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას ვხედავ, იმაზეც კი არაა ლაპარაკი, რომ შს მინისტრი არ უნდა იყოს თანამდებობაზე ან ის დეპუტატები არ არიან მშობლები? არ იციან რა არის შშმ პირის ცემა, არ აწუხებთ თუ რატომ დუმან? - იმიტომ რომ უფროსი გაუბრაზდება? იმიტომ რომ მათი უფროსი ბიძინაა, სასტიკი ცემა არაუშავს? დევნილების თემა დასრულდა? ის კაცი რომ გარდაიცვალა და სახლები დღემდე არ აქვთ იმ ადამიანებს, ამას შევეგუოთ და ვთქვათ, რომ ხომ ვიყვირეთ ერთი კვირა? - არა, უნდა გადავიდეთ თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს რა სისტემაა? დაინგრევა თუ არ მოვეშვებით!" - განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო