„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რეფორმების ჯგუფმა“ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან თენგიზ თევზაძესთან პარლამენტში შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რეფორმების ჯგუფმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან თენგიზ თევზაძესთან პარლამენტში შეხვედრა გამართა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე თევზაძემ საარჩევნო მიმართულებით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს საკუთარი შეხედულებები გააცნო.

შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ როგორც პარტია ასევე ფრაქცია თენგიზ თევზაძის კანდიდატურას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დაუჭერს.

„სტრატეგია აღმაშენებელი” და „რეფორმების ჯგუფი“ მხარს უჭერს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად თენგიზ თევზაძის კანდიდატურას. ჩვენ „ქართულ ოცნებას” და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვთავაზობთ მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას აღნიშნულ პოსტზე, რაც შეეხება ჩვენს რჩევებს, თევზაძე აპირებს, რომ ყველა ფრაქციას შეხვდეს, მას ექნება ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა, ასევე მზაობას გამოვხატავთ, რომ კონსულტაცია გაიმართოს “ქართულ ოცნებასთან”, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით. როგორც მე მოვისმინე მედია ეთერით, მმართველი პარტიაც გამოხატავს მზაობას კონსულტაციებისთვის, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ ნაკლებად მჯერა შეთანხმების მიღწევის. იმ შემთხვევაში კი თუ შევთანხმდებით მის კანდიდატურაზე ძალიან კარგი იქნება და რაღაც პრეცედენტს მაინც ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა