გიორგი ვაშაძე - საპარლამენტო ბიოკოტის შეწყვეტა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა

საპარლამენტო ბიოკოტის შეწყვეტა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და ტელევიზორთან ნამდვილად არ ვიქნები მობილიზებული, რომ ამ გადაწყვეტილების თაობაზე მოვისმინო , - ამის შესახებ ჟურნალისტებს “რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

აქვე ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რაც პარლამენტმა უნდა განიხილოს და იმედი გამოთქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე წინ საზოგადოების ინტერესებს დააყენებს.

“ხალხი სანახევრო ქმედებებითა და ნახევარი ნაბიჯებით დაიღალა. თუ ნაბიჯს დგამ, სჯობს სრულფასოვნად გადადგა - ოპოზიციის რაც მეტი წარმომადგენელი იქნება პარლამენტში, მით მეტი მექანიზმი გვექნება, დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს