შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სავარაუდოდ, პოლიციელის მხრიდან ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სავარაუდოდ, პოლიციელის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის ირგვლივ სამსახურეობრივი შემოწმება უკვე დაიწყო. მოხდება შესაბამისი რეაგირება",- განაცხადეს შს სამინისტროში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც, მისი მტკიცებით, ზუგდიდშია გადაღებული და ასახავს ქალის მიმართ პოლიციელის მიერ ძალადობის ფაქტს.

"დღეს არის გადაღებული, დაახლოებით 16:00 საათზე, ზუგდიდში მდინარე ჩხოუშიას სანაპიროზე. ზუსტად ვიცი, რომ არის პოლიციის თანამშრომელი. სხვა დეტალები არ ვიცი, იმიტომ რომ ვინც ეს ვიდეო მომაწოდა, არის ძალიან შეშინებული. როცა დაწყნარდება, ვაპირებ, რომ გავესაუბრო და ერთად მივიდეთ პოლიციის სამმართველოში",- განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო