გიგა ბოკერია - მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა, ყველა სფეროზე ახდენს მძიმე გავლენას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებზეც

ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ მძიმე კლიმატში თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ მძიმე შედეგი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც, მისი თქმით, ძალადობას ახალისებს, ყველაზე ახდენს გავლენას.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პოლიციელების საქციელს არ განვაზოგადებ მთლიანად საქართველოს პოლიციაზე, ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ძალადობის წახალისებით, დაუსჯელობით, მოძალადეების პირდაპირ კულტივაციით ქვეყნის შიგნით შექმნა, გავლენას ახდენს ყველაზე. ბუნებრივია, ამას გავლენა აქვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზეც. თუ ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ, მაშინ შეიძლება მივიღოთ ასეთი მძიმე შედეგი” , - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა