პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოიკითხა

პოლიციელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლმა 17 წლის შშმ პირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შენობა დატოვა.

დაზარალებულთან ერთად უწყებაში იმყოფებოდა მისი მეგობარი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღო. გარდა ამისა, გამოკითხვას დაესწრო 17 წლის მოზარდის დედა, მისი ადვოკატები და თარჯიმანი.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი შშმ პირის მეგობარმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მომხდართან დაკავშირებით გამოგვკითხეს. აინტერესებდათ, იძალადა თუ არა მეორე პოლიციელმა და მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გავეცი პასუხი იმაზე, თუ რის გამო მოხდა, საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა გუშინ მომხდარი ფაქტი. დაველოდებით სასამართლო პროცესს და დამნაშავე დაისჯება“, - აღნიშნა დაზარალებული შშმ პირის მეგობარმა.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ არასრულწლოვან შშმ პირს სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დღეს ჩაუტარდა. მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს.

ნაცემი არასრულწლოვნის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა მისი საზოგადოებრივი ადვოკატი, დედა და ასევე თარჯიმანი. საქმეში ჩაერთო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც".

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს. ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს