ხატია დეკანოიძის განცხადებით, როდის გამოვა საპარლამენტო ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“, ხუთშაბათს გახდება ცნობილი

ხუთშაბათს გავაგრძელებთ მსჯელობას და ვფიქრობ, რომ ცნობილი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ფრაქციის საქმიანობა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში ფრაქციის გაფართოებული შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა სხდომას.

„განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ როგორ გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს პერიოდში. პირველი საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ამ საკითხს ცენტრალური ადგილი ჰქონდა ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე. ფრაქციის წევრებს გავაცანი რა მდგომარეობაა ამ საგამოძიებო კომისიაზე დღესდღეობით. წინა კონსულტაციები ოპოზიციასთანაც იყო და არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებებიც, მაგრამ ერთიანი შეკრული მოსაზრებაა, რომ პარლამენტში ოპოზიციის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის პარლამენტში 50 ხმა სჭირდება.

„ასევე განვიხილეთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ფრაქციის წევრებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ჩვენი სტრატეგია. როგორც იცით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ამ დრომდე იმყოფება ბოიკოტში. მოვისმინე ჩემი თანაფრაქციელების გულწრფელი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას, კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებას და სხვადასხვა დეტალების განხილვას. ხუთშაბათს ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას და ვფიქრობ, რომ ცნობილი იქნება საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება გარდა საგამოძიებო კომისიისა, როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ფრაქციის საქმიანობა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა