ნიკა სიმონიშვილი - რატომ მისცა პოლიციელმა თავს უფლება, რომ უტიფრად მოქცეულიყო? - არაერთხელ გვინახავს პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც არ გამოძიებულა ან ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა

რატომ მისცა პოლიციელმა თავს იმის უფლება, რომ აი ასე უტიფრად მოქცეულიყო? - არაერთხელ გვინახავს პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც უბრალოდ ან არ გამოძიებულა ან სათანადო ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ მეტროში პოლიციელის მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელმა „მსგავსი უტიფრობით“ ძალადობა გაბედა იმიტომ, რომ არაერთხელ გვინახავს პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც უბრალოდ ან არ გამოძიებულა ან სათანადო ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა.

„ამ ყველაფერში ყველაზე მეტად შემაძრწუნებელი იყო ის დამოკიდებულება, პოლიციელის მხრიდან ის უტიფრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ის კადრები, რაც ესკალატორზე აყვანის მომენტში იყო გადაღებული, ის ძახილი ბავშვთან მიმართებით, რომელიც მოვისმინეთ, შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი. რატომ მისცა პოლიციელმა თავს იმის უფლება, რომ აი ასე უტიფრად მოქცეულიყო - ასე გამეტებით, სხვების თანდასწრებით და მით უმეტეს, რომ კამერის თვალწინ. რეალურად ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, ერთი ის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შემთხვევა ამ პოლიციელისთვის არ იყო. ეს რომ პირველი შემთხვევა ყოფილიყო, ასეთი უტიფრობით ვერ გაბედავდა აი ამ ყველაფერს.

თუმცა რამ უბიძგა, რომ აი ეს ყველაფერი გაეკეთებინა? რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდა? იმიტომ იყო დარწმუნებული, რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც უბრალოდ ან არ გამოძიებულა ან სათანადო ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რაც შეიძლება გავიხსენოთ, არის ლუკა სირაძის საქმე, რომელიც ასევე არასრულწლოვანი იყო და რომელიც ასევე პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს შეეხებოდა. სადაც ყველა პოლიციელი უბრალოდ არ იყო გამოძიების ეტაპზე გამოკვეთილი და იქაც ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, ვისთან მიმართებითაც შედარებით ნათლად იკვეთებოდა ბრალი. ორ პოლიციელზე ვერ ვხედავთ, რომ გამოძიება წინ მიდის, ერთ პოლიციელზე უბრალოდ ჯოხი გადატეხეს და როგორც კი პირველივე შესაძლებლობა მიეცათ გამოუშვეს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა