გიორგი მშვენიერაძე - მთავარი პრობლემაა, რომ რიგით პოლიციელებს კანონზე მეტად ბრძანების ეშინიათ - თუ გუშინდელის მსგავს „ქეისებს“ გამომრიცხავი სისტემური გადაწყვეტა არ მოეძებნა, იქნება მუდმივი

მთავარი პრობლემაა, რომ რიგით პოლიციელებს კანონზე მეტად ეშინიათ ბრძანების, - ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც მეტროში პოლიციელის მიერ მოქალაქის მიმართ განხორციელებულ ძალადბის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოების კონკრეტული ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემა ნორმაა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სისტემური რეფორმის პირობებში, დროებითი მოთავსების იზოლატორები პოლიციის სამმართველოებს უნდა გამოეყო.

„ეს არის ძალიან ცუდი რამის დამკვიდრება, რომ თითქოს ეს ნორმაა. ამას ნორმალური საზოგადოება არასდროს შეეგუება. სხვა დროსაც ხმაურობდნენ, ახლაც უნდა ვიხმაუროთ და მომავლშიც, რადგან ხმაურის გარეშე ასეთი რამ არ იცვლება. არცერთ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, რომ სისტემური რეფორმები გაეტარებინა, რომელიც შეამცირებდა ამ ნაწილში არსებულ, მძიმე მდგომარეობას.

როდესაც ვლაპარაკობთ პოლიციაში ცემაზე და პოლიციელის მიერ ცემაზე, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ყველაზე გავრცელებული იყო დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანების ცემა, ოღონდ ეს იმით კი არ აღმოიფხვრა, რომ ამაზე პროკურატურა იწყებდა გამოძიებებს, ამას სისტემური რეფორმა სჭირდება. სისტემური რეფორმა იყო, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორები პოლიციის სამმართველოებს გამოეყო. რადგან ეს დამოუკიდებელი უწყება გახდა, იქ მოთავსებულ ადამიანზე პასუხისმგებლობა სხვა ადამიანს ეკისრებოდა და არა დამკავებელს, პრობლემა მოიხსნა.

თუ არ მოეძებნა ასეთ ქეისებს გამომრიცხავი სისტემური გადაწყვეტა, ის იქნება მუდმივი. სისტემური გადაწყვეტა, ერთი მხრივ გულისხმობს სწორედ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორისნაირი სამსახურის შექმნას. მთავარი პრობლემა, რასაც ვუყურებ, არის, რომ რიგით პოლიციელებს კანონზე მეტად ეშინიათ ბრძანების, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რას დაავალებს უფროსი, ვიდრე რა წერია კონსტიტუციაში ან კანონში“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.

ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო